კაია კალასი - ახალი ინიციატივის ფარგლებში, ჩვენ ასევე განვიხილავთ მსურველთა კოალიციის შექმნის შესაძლებლობას, რათა ერთმა ქვეყანამ ყველა დანარჩენი ვერ დაბლოკოს

ვცდილობთ, რომ 27 ქვეყნის ლიდერის ერთობა გვქონდეს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ევროპული საბჭოს საგანგებო სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, რას ფიქრობს უნგრეთის მიერ ვეტოების ხშირ გამოყენებაზე, კაია კალასმა უპასუხა, რომ ეს სიტუაციას სულ უფრო მეტად ართულებს.

„ეს უფრო რთული ხდება. ამიტომ ახალი ინიციატივის ფარგლებში ჩვენ ასევე განვიხილავთ მსურველთა კოალიციის შექმნის შესაძლებლობას, რათა ერთმა ქვეყანამ ყველა დანარჩენი ვერ დაბლოკოს. მე არ ვისაუბრებ უნგრეთის სახელით, ჩვენ კვლავ ვცდილობთ, რომ 27 ლიდერის ერთობა გვქონდეს და თუ ეს შეუძლებელია, მაშინ უნგრეთს შეუძლია თავისი სახელით ისაუბროს“, - განაცხადა კაია კალასმა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!