ვეფხია კასრაძე მოსამართლეს - რამდენ წელს მომისჯიან მნიშვნელობა არ აქვს, ბედნიერი ვარ, რომ სამშობლოს სიყვარულისთვის ვისჯები - ჩემი სიცოცხლეც რომ დასჭირდეს ქვეყანას, მზად ვარ, გავიღო

რამდენი წელიც არ უნდა მომისაჯოთ, ჩემი სიცოცხლეც რომ დასჭირდეს ჩემს ქვეყანას, მე მზად ვარ, გავიღო და ამისთვის არაერთხელ ვყოფილვარ მზად და დღესაც მზად ვარ, - ამის შესახებ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულმა ვეფხია კასრაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

როგორც მან განმარტა, მიმალვა არც კი უფიქრია. მან საუბარი მოსამართლის, დავით მგელიაშვილისადმი მიმართვით დაიწყო.

"დიდი პატივისცემა მინდა გამოვხატო თქვენს მიმართ... ველოდებოდი, დამირეკავდნენ, დამიბარებდნენ და ჩემს პასუხს გავცემდი. როცა პოლიცია მოვიდა, მეგობარი იყო ჩემთან, მას ჩაავლეს ხელი, ვეფხია კასრაძე თქვენ ხართო? ვუთხარი მე ვარ-მეთქი, შემეძლო მეთქვა, ვეფხია კასრაძე იყო და წავიდა-მეთქი, მაგრამ არც ჩემს თავს ვაკადრე და არც მათ. მიხარია, რომ არსებობენ პოლიციელები, რომლებიც მეომარ, ვაჟკაც კაცს პატივს სცემენ...

მე მინდა სიმართლე დადგინდეს, ეს ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ სამართლიან ქვეყნად ვაქციოთ.

რამდენი წელს მომისჯიან, მნიშვნელობა არ აქვს. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი სამშობლოსთვის, ჩემი სამშობლოს სიყვარულისთვის ვისჯები. რამდენი წელიც არ უნდა მომისაჯოთ, ჩემი სიცოცხლეც რომ დასჭირდეს ჩემ ქვეყანას, მე მზად ვარ, გავიღო და ამისთვის არაერთხელ ვყოფილვარ მზად და დღესაც მზად ვარ.

სანამ ჩვენი ქვეყანა ღირსეულად, სამართლიან ქვეყნად არ იქცევა, მანამდე ვიბრძოლებ კანონიერად, სამართლიანად",- განაცხადა კასრაძემ.

ცნობისთვის, საპროტესტო აქციებზე დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია