ნიკა ჩიტაძე - დღეს არც ამერიკას სცალია საქართველოსთვის, არც ევროპას, „ოცნებისთვის“ მისაღებია ვითარება, მათ ინტერესებზე ასხამს წყალს - საბაბი მიეცათ, ისაუბრონ „დიფ სთეითზე“

პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის შეფასებით, აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უკრაინა-რუსეთის ომის დასრულებით სურს თავისი გაიტანოს და ავტორიტეტი აიმაღლოს.

როგორც ჩიტაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ აღნიშნა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსა და აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ილონ მასკის განცხადებები არის ანტიდემოკრატიული ხასიათის.

„რუბიოს განცხადება, პირველ რიგში, არის ანტიამერიკული, ანტიდემოკრატიული ხასიათის განცხადება, როდესაც ერთ ქვაბში ხარშავს უკრაინას და რუსეთს. იგივე არის ილონ მასკის განცხადება, სადაც ამბობს: „შეწყვიტეთ სისხლისღვრა“, ორივე მხრიდან ძალადობის დაგმობას ჰგავს.

ადამიანი, რომელიც ამბობს, არც „რუსეთი მინდა, არც დასავლეთი“, ჩანს რომელ მხარეს დგას. როდესაც ბოროტსა და კეთილს ერთ ქვაბში ხარშავ, ძალიან რთულია რაციონალური აზრი გამოიტანო.

ტრამპის მიზანია, თავისი გაიტანოს. მან განაცხადა: როდესაც პრეზიდენტი გავხდები, ომს ერთ კვირაში დავასრულებ, ამით სურს მისი ავტორიტეტი ამაღლდეს. ამერიკელი გადამხდელების ფული მიდის უკრაინაში, ომი უნდა შეჩერდეს იმისთვის, რომ ფული მოხმარდეს რიგით ამერიკელს, თითქოს, ამერიკის ინტერესებიდან გამომდინარე სურს მშვიდობამ დაისადგუროს“, - განაცხადა ჩიტაძემ.

კითხვაზე, რასაც ამერიკის ახალი ადმინისტრაცია აკეთებს, ასხამს თუ არა „ქართული ოცნების“ ინტერესებზე წყალს, პოლიტოლოგი პასუხობს, რომ „კი, „ოცნების“ ინტერესებზე ასხამს წყალს, მაგრამ არა საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე“.

„რაღაც საბაბი მიეცათ ისაუბრონ იმაზე, რომ „დიფ სთეითი“ არსებობსო და ა.შ. დღეს არც ამერიკას სცალია საქართველოსთვის, არც ევროპას. პროცესებმა გადაიწია, ამიტომაც ამერიკა-ევროპის ურთიერთობაზეა ყურადღება გადატანილი, ბუნებრივია „ქართული ოცნებისთვის“ მისაღებია ეს ვითარება, რადგან ძალაუფლებას ინარჩუნებენ“, - აცხადებს ჩიტაძე.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი