გიორგი გორგაძე - გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე ქვეყნის სიყვარულის გამო ვიყავი წასული

ამ ზაფხულს, გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე ვიყავი ქვეყნის სიყვარულის გამო წასული, - ამის შესახებ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა გიორგი გორგაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ისინჯება.

აღნიშნულით მან სავარაუდოდ, პროკურატურის შუამდგომლობას უპასუხა, რომლის მიხედვითაც, პროკურორები დაკავებულების პატიმრობაში დატოვებას მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის არგუმენტით ითხოვენ.

"გერმანიაში ზუსტად ჩემი ქვეყნის სიყვარულმა წამიყვანა, ამ ზაფხულს, ევროპის ჩემპიონატზე ვიყავი ქვეყნის სიყვარულის გამო წასული",- განაცხადა გორგაძემ.

ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი