კიტ კელოგი უკრაინა-რუსეთზე - რასაც ვხედავთ და დავინახავთ, არის ტრამპის ადმინისტრაციის დაუყოვნებლივი ძალისხმევა ორივე მხარის მაგიდასთან დასასხდომად

პრეზიდენტ ტრამპის ამ ომისადმი მიდგომაში უფრო ფართო სტრატეგია არსებობს, - ამის შესახებ უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, კიტ კელოგმა განაცხადა.

მისი თქმით, მოკავშირეებთან და მოწინააღმდეგეებთან ჩართულობა დიპლომატიაში არსებითად მნიშვნელოვანია.

“პრეზიდენტ ტრამპის ამ ომისადმი მიდგომაში უფრო ფართო სტრატეგია არსებობს, რომელიც იმის გააზრებას ეყრდნობა, რომ შეერთებულ შტატებს სჭირდება რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვა. მოკავშირეებთან და მოწინააღმდეგეებთან ჩართულობა დიპლომატიაში არსებითი მნიშვნელობისაა… იზოლაციის გაგრძელება და რუსებთან ჩართულობის ნაკლებობა, მაშინ, როდესაც უკრაინაში ომი გრძელდება, აღარ არის სიცოცხლისუნარიანი ან განხორციელებადი სტრატეგია, და ნამდვილად არ არის დიპლომატიურად პასუხისმგებლობიანი სტრატეგია აშშ-სთვის”, - განაცხადა კელოგმა.

მისი თქმით, აშშ-ის მიდგომის ცვლილების მიზეზებია: ამ ომში ადამიანური დანაკარგები, რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვის საჭიროება აშშ-ის ეროვნული ინტერესების უზრუნველსაყოფად, და აშშ-ის “არასაჭირო პროქსი-ომში” ჩართულობის შეჩერება.

“რასაც ახლა ვხედავთ და დავინახავთ, არის ტრამპის ადმინისტრაციის დაუყოვნებლივი ძალისხმევები ორივე მხარის მაგიდასთან დასასხდომად, რათა მშვიდობიან დარეგულირებას მივაღწიოთ,” - განაცხადა კელოგმა და აღნიშნა, რომ ამისთვის აშშ ზეწოლას მოახდენს ორივე მხარეზე.

რუსეთზე ზეწოლაზე საუბრისას კელოგმა ახსენა არსებული სანქციები რუსეთის “ჩრდილოვანი ფლოტის” წინააღმდეგ, რომელიც რუსული ნავთობის ტრანსპორტირებას ახდენს.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის აღსადგენად გაყინული რუსული აქტივების კონფისკაცია და რუსეთის ენერგეტიკაზე მაქსიმალური ზეწოლა ასევე არის ინსტრუმენტები, რომელიც ტრამპმა შესაძლოა გამოიყენოს რუსეთზე ზეწოლისთვის.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო