ევროპულ საქმეებში ჩინეთის სპეციალური წარმომადგენელი - ტრამპის ადმინისტრაციის თავხედური და დომინანტური პოლიტიკის რეალიზება ევროპის მიმართ, საშინელებაა - უკრაინაში მშვიდობას მხოლოდ აშშ და რუსეთი არ უნდა საზღვრავდნენ

უკრაინაში მშვიდობას მხოლოდ აშშ და რუსეთი არ უნდა საზღვრავდნენ. ამის შესახებ ევროპულ საქმეებში ჩინეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ლუ შეიმ განაცხადა. მისი სიტყვები ჩინურ გამოცემა South China Morning Post-ს მოჰყავს.

მან განაცხადა, რომ ის “შოკირებულია” იმით, თუ როგორ ეპყრობა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროპაში ამერიკის მოკავშირეებს და აღნიშნა, რომ მხოლოდ აშშ და რუსეთი არ უნდა განსაზღვრავდნენ უკრაინისთვის სამშვიდობო შეთანხმებას.

“როდესაც უყურებთ იმას, თუ როგორ ახდენს ტრამპის ადმინისტრაცია ევროპის მიმართ თავხედური და დომინანტური პოლიტიკის რეალიზებას, როდესაც ასე იქცევა თავის მოკავშირეებთან, სიმართლე გითხრათ, ევროპული გადმოსახედიდან ეს უბრალოდ საშინელებაა.

ვთვლი, რომ ევროპელი მეგობრები ამაზე უნდა დაფიქრდნენ და ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა შეადარონ ჩინეთის მთავრობის პოლიტიკასთან.

ამგვარად, ისინი დაინახავენ, რომ ჩინეთის დიპლომატიური მიდგომა აქცენტს აკეთებს მშვიდობაზე, მეგობრობაზე, კეთილ ნებასა და ურთიერთმომგებიან თანამშრომლობაზე”, - განაცხადა შეიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინისთვის სამშვიდობო პროცესი უნდა ითვალისწინებდეს ყველა დაინტერესებული მხარის აღიარებასა და მონაწილეობას, მათ შორის ევროპული ქვეყნების.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი