ნორვეგიამ 2025 წლისთვის უკრაინის დახმარება 7.5 მილიარდ ევრომდე გაზარდა

ნორვეგიამ 2025 წლისთვის უკრაინის დახმარება 7.5 მილიარდ ევრომდე გაზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ნორვეგიული მედია და ნორვეგიის ოფიციალური პირები ავრცელებენ.

კერძოდ, ნორვეგიის საპარლამენტო ფრაქციების ლიდერების შეხვედრის შემდეგ ისინი შეთანხმდნენ, რომ 2025 წლისთვის უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარება 35 მილიარდი ნორვეგიული კრონიდან (დაახლოებით 3 მილიარდი ევრო) 85 მილიარდ ნორვეგიულ კრონამდე გაზარდოს (დაახლოებით 7.5 მილიარდი ევრო).

“ახალი მნიშვნელოვანი ზრდა უკრაინისადმი ნორვეგიის მხარდაჭერაში.

პარლამენტში ყველა პარტია შეთანხმდა დახმარების დამატებით 50 მილიარდ კრონაზე 2025 წლისთვის. ეს ჩვენი მხრიდან მიმდინარე წლის მთლიან დახმარებას 85 მილიარდ კრონამდე, დაახლოებით 7.5 მილიარდ ევრომდე ზრდის.

ეს აძლიერებს უკრაინას, მხარს უჭერს სამშვიდობო გეგმას და აძლიერებს ევროპულ უსაფრთხოებას,” - განაცხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იუნას გარ სტორემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება