ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილების შესაბამისად, კანადაც აშშ-ის წინააღმდეგ დაგეგმილი საპასუხო ტარიფების მეორე ტალღას აპაუზებს

კანადა დაგეგმილი საპასუხო ტარიფების მეორე რაუნდს 4 000-ზე მეტი სახეობის ამერიკულ საქონელზე 2 აპრილამდე დააპაუზებს, - CNN-ის ცნობით, ამის შესახებ კანადის ფინანსთა მინისტრმა დომინიკ ლებლანმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა.

”შეერთებული შტატები დათანხმდა, რომ 2 აპრილამდე შეაჩეროს ტარიფები კანადიდან CUSMA-ით გათვალისწინებული საქონლის ექსპორტზე. შედეგად, კანადა 2 აპრილამდე არ განახორციელებს ტარიფების მეორე ტალღას 125 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკულ პროდუქტებზე, ამავდროულად ვაგრძელებთ მუშაობას ყველა ტარიფის მოხსნაზე“, - წერს ლებლანი.

კანადურმა მხარემ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ მექსიკა და კანადა 2 აპრილამდე გათავისუფლდებიან ტარიფებისგან საქონელზე, რომელზედაც კანადა-შეერთებული შტატები-მექსიკის შეთანხმება (CUSMA) ვრცელდება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება