რუსეთმა უკრაინას ფრთოსანი რაკეტებით შეუტია, არიან დაშავებულები - ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შავი ზღვიდან „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტები გაუშვეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ცაში Tu-95MS ბომბდამშენები იმყოფებიან, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაშია გამოცხადებული.

ხარკოვის მერმა, იგორ ტერეხოვმა განაცხადა, რომ ქალაქში დარტყმა განხორციელდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურულ ობიექტზე, შენობის ნანგრევებიდან ქალი ამოიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე ხანძარი გაჩნდა. ასევე დაზიანდა მიმდებარე საცხოვრებელი კორპუსი.

ამ დროისთვის ცნობილია ოთხი დაშავებულის შესახებ.

უკრაინის დაბომბვის გამო პოლონეთმა ავიაცია გაააქტიურა და სამხედრო თვითმფრინავები ააფრინა.

„რუსეთის ფედერაციის შორ მანძილზე მოქმედი ავიაციის ინტენსიური აქტივობის გამო, რომელიც უტევს სამიზნეებს, კერძოდ, უკრაინის დასავლეთში, პოლონურმა და მოკავშირეთა ავიაციამ ჩვენს საჰაერო სივრცეში ოპერირება დაიწყო. აფრენილ იქნა მოიერიშე თვითმფრინავები, სახმელეთო საჰაერო თავდაცვისა და სარადარო დაზვერვის სისტემებმა მზადყოფნის უმაღლეს მდგომარეობას მიაღწიეს“, - ნათქვამია პოლონეთის ოპერატიული სარდლობის განცხადებაში.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი