სირიაში უსაფრთხოების ძალებსა და ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერებს შორის შეტაკებას 70-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

სირიის ქალაქ ლატაკიაში სამთავრობო უსაფრთხოების ძალებსა და ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერ მებრძოლებს შორის შეტაკების შედეგად 70-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა, - ინფორმაციას მედიასაშუალებები სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიაზე დაყრდნობით ავრცელებენ.

„დაღუპულია 70-ზე მეტი და დაჭრილი და ტყვედ ჩავარდნილია ათობით ადამიანი თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წევრებსა და დაშლილი რეჟიმის არმიის ბოევიკებს შორის სისხლიანი შეტაკებების შედეგად“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის შეფასებით,“ ეს იყო ყველაზე ძალადობრივი თავდასხმა ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ ასადის დამხობის შემდეგ“.

ლატაკიაში სირიის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის, მუსტაფა კნეიფატის განცხადებით, კარგად დაგეგმილი და წინასწარ განზრახული თავდასხმის დროს, ასადის მხარდამჭერი რამდენიმე შეიარაღებული ჯგუფი თავს დაესხა სირიის უსაფრთხოების ძალების პოზიციებსა და საგუშაგოებს.

„აღვადგენთ სტაბილურობას რეგიონში და დავიცავთ ჩვენი ხალხის საკუთრებას“, - განაცხადა მუსტაფა კნეიფატმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება