ადვოკატი - გამოვრიცხავ გიორგი ბაჩიაშვილის მამას ბრალი წაუყენონ კატეგორიულად და მტკიცებით ფორმაში შემიძლია გითხრათ, რომ მისი ოჯახის არც ერთ წევრს, ახლობელს არანაირი კავშირი არ აქვს საქმესთან

ადვოკატი ლევან მახარაშვილი კატეგორიულად გამორიცხავს, რომ ძებნაში მყოფ გიორგი ბაჩიაშვილის მამას, ალექსანდრე ბაჩიაშვილს შესაძლოა, შვილის დახმარების ნაწილში ბრალი წაუყენონ.

აღნიშნული ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ბაჩიაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარების ფაქტზე დაკავებულ შოთა ქარუმიძეს დახმარებისთვის ჯერ მეგობარი დაუკავშირდა, შემდეგ კი, ალექსანდრე ბაჩიაშვილი, რომელმაც მას კონკრეტულ მისამართზე მისვლა სთხოვა, სადაც გიორგი ბაჩიაშვილი გაიცნო.

ლევან მახარაშვილის განმარტებით, ბაჩიაშვილის მიერ ქვეყნის დატოვების შესახებ მისმა ოჯახის არც ერთმა წევრმა არაფერი იცოდა.

„შემიძლია აბსოლუტურად კატეგორიულად და მტკიცებით ფორმაში გითხრათ, რომ გიორგი ბაჩიაშვილის მამას, ოჯახის არც ერთ წევრს, ახლობელს არანაირი კავშირი არ აქვს ამ საქმესთან. შესაბამისად, გამორიცხულად მიმაჩნია, რომ გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ არათუ ბრალის წარდგენა, საერთოდ რამე პროცედურები გატარდება. მას რომ დაკავშირებოდნენ, ალბათ, მეცოდინებოდა. დღეის მდგომარეობით, სად იმყოფება, ნამდვილად არ ვიცი. ძალიან რთულია რაღაცაზე ვარაუდით საუბარი, მაგრამ დაზუსტებით ვიცი, რომ მას არანაირი ბრალი არ მიუძღვის, არანაირი ინფორმაცია არ გააჩნდა ისევე, როგორც მე“, - განაცხადა მახარაშვილმა.

ის ასევე განმარტავს, თუ როგორ ხდება პირის საერთაშორისო ძებნაში მიცემა და რა პროცედურებს ახორციელებს ინტერპოლი.

„ინტერპოლი ძებნას არ ახორციელებს, მათი თანამშრომლები არც ერთ ქვეყანაში არ დადიან და არ ეძებენ ძებნილებს. მისი მიზანია, თუკი სახელმწიფო საზღვარს რომელიმე პირი მიუახლოვდება და ბაზაში გადამოწმება მოხდება, დაიდენტიფიცირდეს, ხომ არ ირიცხება ძებნილად. ასევე, როგორც სახელმწიფო არის პირის ძებნილად გამოცხადების ინიციატორი, ასევე საფუძვლები უნდა შეისწავლონ, ანუ პროკურატურის მოთხოვნით ავტომატურად ბაზაში ასახვა არ ხდება. ასევე, შესაძლებელია, ძებნა გამოცხადდეს, მაგრამ მხარემ დამატებითი მტკიცებულებები წარადგინოს და ეს ძებნა გაუქმდეს",- განაცხადა მახარაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება