სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს Energy Globe-ის ჯილდო გადაეცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი დაჯილდოვდა.

სემეკის ცნობით, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს Energy Globe-ის ჯილდო გაერო-ს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერილი პროექტის „მოსწავლე-ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლება სასმელი წყლისა და წყლის რესურსების შესახებ“ წარმატებით განხორციელებისთვის გადაეცა.

„გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში განხორციელებული პროექტის - „მოსწავლე-ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლება სასმელი წყლისა და წყლის რესურსების შესახებ“ მიზანს წარმოადგენდა სასმელი წყლის ხარისხისა და წყლის, როგორც ენერგიის წყაროს საკითხებზე რეგიონებში მოსწავლე-ახალგაზრდების ინფორმირებულობის დონის გაზრდა, მათი დაინტერესება ენერგოეფექტიანობისა და ენერგიის დაზოგვის თემებით, წყლის რესურსებზე ზრუნვისა და დაცვის იდეის გაძლიერება, ასევე ახალგაზრდების ჩართულობის გასაზრდელად მდგრადი მექანიზმების ჩამოყალიბების ხელშეწყობა. სასმელი წყლის ხარისხის მნიშვნელობის და მისი მახასიათებლების, წყლის რესურსების ეფექტიანად გამოყენებისა და ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე ტრენინგების გარდა, პროექტის ფარგლებში ჩატარდა საჯარო ლექციები ენერგეტიკის სექტორში ქალების როლის გაძლიერებისა და ენერგეტიკოსის, როგორც მომავლის პროფესიის შესახებ. პროექტი საქართველოს 8 მუნიციპალიტეტში განხორციელდა და მასში 400 მოსწავლე მონაწილეობდა.

დაჯილდოების ცერემონიალი ავსტრიის საელჩოს კომერციულ ოფისში გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღეს სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის წარმომადგენლებმა, მარიამ იოსელიანმა და თემურ თორდინავამ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება