ჩინეთის საგარეო მინისტრი რუსეთ-უკრაინის ომზე - ჩინეთი მზადაა, განაგრძოს კონსტრუქციული როლის შესრულება კრიზისის საბოლოო გადაწყვეტასა და ხანგრძლივი მშვიდობის განხორციელებაში

პეკინი მტკიცედ დაუპირისპირდება აშშ-ის ზეწოლას ტარიფებსა და ფენტანილის საკითხზე, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ განაცხადა.

მისი თქმით, დიდმა სახელმწიფოებმა არ უნდა „დააბულინგონ“ სუსტები.

„თუ ერთი მხარე ბრმად განახორციელებს ზეწოლას, ჩინეთი მტკიცედ დაუპირისპირდება ამას“, - განაცხადა ვან იმ.

მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა სიკეთეს უკმაყოფილებით და, მითუმეტეს, ტარიფების უმიზეზოდ დაწესებით არ უნდა უპასუხოს.

„ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეძლებს, თან ზეწოლა განახორციელოს ჩინეთზე და თან კარგი ურთიერთობების განავითაროს მასთან. ასეთი „ორპირული“ მიდგომა ხელს არ უწყობს სტაბილურ კავშირებს “, - აღნიშნა ვან იმ, როდესაც უპასუხა შეკითხვას, როგორი ურთიერთობა ექნება ჩინეთს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან.

მან რუსეთ-უკრაინის საკითხზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთს სურს "სამართლიანი, ხანგრძლივი და შესასრულებლად აუცილებელი სამშვიდობო შეთანხმება", რომელიც მისაღები იქნება ყველა მხარისთვის.

„ჩინეთი მზადაა, განაგრძოს კონსტრუქციული როლის შესრულება კრიზისის საბოლოო გადაწყვეტასა და ხანგრძლივი მშვიდობის განხორციელებაში, დაინტერესებული მხარეების სურვილის შესაბამისად, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად“, - აღნიშნა ვან იმ.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი