„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - ბოლო 12 წელიწადში საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები ირანთან მნიშვნელოვნად გაიზარდა - 2013-2024 წლებში ირანის მოქალაქეებმა საქართველოში 9 300 კომპანია დაარეგისტრირეს, 2024 წელს შემოვიდოდა 145 670 ვიზიტორი

ბოლო 12 წელიწადში საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები ირანთან მნიშვნელოვნად გაიზარდა - 2000-2012 წლებში საქართველოში 2 370 კომპანია დაარეგისტრირეს ირანის მოქალაქეებმა, 2013-2024 წლებში კი 4-ჯერ მეტი - 9 300 კომპანია,- ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

ორგანიზაციის ცნობით, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასთან ერთად, „ქართული ოცნების“ მთავრობა ირანის ხელისუფლებას პოლიტიკურადაც დაუახლოვდა.

„2012 წელს ირანიდან 82 885 ვიზიტორი შემოვიდა, 2024 წელს კი 2-ჯერ მეტი - 145 670 ვიზიტორი.

2001-2012 წლებში ირანიდან 8 მლნ დოლარის პირდაპირი ინვესტიცია შემოვიდა, 2013-2024 წლებში კი 5-ჯერ მეტი - 40 მლნ დოლარის.

2012 წელს საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ირანთან 119 მლნ დოლარი იყო (19 მლნ ექსპორტი, 101 მლნ იმპორტი), 2024 წელს კი 2.7-ჯერ მეტი - 322 მლნ დოლარი იყო (37 მლნ ექსპორტი, 285 მლნ იმპორტი).

ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასთან ერთად, „ქართული ოცნების“ მთავრობა ირანის ხელისუფლებას პოლიტიკურადაც დაუახლოვდა. 2024 წელს, ირაკლი კობახიძე ირანის ყოფილი პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისის დაკრძალვას და ახალი პრეზიდენტის მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციას დაესწრო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის