დონალდ ტრამპი უკრაინელი ლტოლვილებისთვის სამართლებრივი სტატუსის შესაძლო გაუქმებაზე - არ გვსურს ვინმეს ზიანი მივაყენოთ, განსაკუთრებით, უკრაინელებს - მათ ბევრი რამ გამოიარეს

თეთრ სახლს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება 240 000 უკრაინელი ლტოლვილის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებით, რომლებიც ამჟამად შეერთებულ შტატებში ცხოვრობენ. შესაბამისი განცხადება დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე გააკეთა.

შეკითხვაზე, განიხილავს თუ არა უკრაინელებისთვის დროებითი დაცვის ქვეშ მყოფის სტატუსის გაუქმებას, დონალდ ტრამპმა უპასუხა:

„არ გვსურს ვინმეს ზიანი მივაყენოთ და, რა თქმა უნდა, არ ვცდილობთ მათთვის ზიანის მიყენებას. მე ამას განვიხილავ. იყვნენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს მიზანშეწონილია, ზოგი კი ასე არ ფიქრობდა. გადაწყვეტილებას მალე მივიღებ, მაგრამ არ გვსურს, მათ ვავნოთ, განსაკუთრებით უკრაინელებს, მათ ბევრი რამ გამოიარეს“, - აღნიშნა ტრამპმა.

ცნობისთვის, Reuters-მა, ინფორმირებულ სამ წყაროზე დაყრდნობით, გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს, 240 000 უკრაინელს, რომლებმაც ქვეყანა რუსეთთან კონფლიქტის გამო დატოვეს, დროებითი ლეგალური სტატუსი გაუუქმოს. როგორც გამოცემა წერს, "ეს ნაბიჯი პოტენციურად დააჩქარებს უკრაინელების აშშ-დან დეპორტაციას".

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი