პეტრე ცისკარიშვილი - „MEGOBARI აქტი“ არის მკაფიო სიგნალი აშშ-დან, რომ ვაშინგტონიდან ავტოკრატიულ რეჟიმებს თავზე ხელს არ გადაუსვამენ

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, „MEGOBARI აქტი“ არის მკაფიო სიგნალი აშშ-დან, რომ „ვაშინგტონიდან ავტოკრატიულ რეჟიმებს თავზე ხელს არ გადაუსვამენ“.

მისივე თქმით, ეს დოკუმენტი არის ასევე გზავნილი, რომ აშშ კონკრეტულ ზომებს იღებს იმ ადამიანების მიმართ, „ვინც დემოკრატიას ძირს უთხრის“.

„ეს არის მკაფიო და კონკრეტული სიგნალი შტატების მხრიდან, რომ ისინი ერთგულნი არიან დემოკრატიული ღირებულებების და არანაირი ცვლილება ამ მიმართულებით და ის, რისი იმედიც ივანიშვილის რეჟიმს ბოლო პერიოდის განმავლობაში ჰქონდა, რომ ვაშინგტონიდან ავტოკრატიულ რეჟიმებს ვინმე თავზე ხელს გადაუსვამდა, არ მოხდება. მთავარი სიგნალი და „მესიჯი“, რასაც კონგრესი საქართველოში აგზავნის, არის ის, რომ „ჩვენ კონკრეტულ ზომებს ვიღებთ იმ ადამიანების მიმართ, ვინც დემოკრატიას ძირს უთხრის“. ასევე ის, რომ ქართულმა საზოგადოებამ გააცნობიეროს და მიიღოს გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, უღირს თუ არა ასეთი ხელისუფლების ყოლა“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ცნობისთვის, არსებული ინფორმაციით, „MEGOBARI აქტის“ სენატში დარეგისტრირებულ ვერსიას საგარეო ურთიერთობის კომიტეტი მომდევნო კვირის დასაწყისში განიხილავს. შეგახსენებთ იმასაც, რომ ორპარტიული კანონპროექტი „MEGOBARI აქტი“ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას კონგრესმენმა ჯო უილსონმა, კონგრესმენებმა სტივ კოენმა, რიჩარდ ჰადსონმა და მარკ ვეისმა წარუდგინეს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება