საქართველოს ბიზნეს ასოციაცია დიდთოვლობით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ ფინანსური მხარდაჭერა გამოყო დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, გურიის, აჭარისა და იმერეთის რეგიონებში დიდთოვლობით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, გამოყოფილი თანხა გადაეცემა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას, რომელიც აქტიურად ახორციელებს რესურსების მობილიზების კამპანიას.

„საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ დაიწყო დაფინანსების მოზიდვა, რათა უზრუნველყოს დაზარალებული მოსახლეობის პირველადი საჭიროებები. ამ დროისთვის დადასტურებულია, რომ დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულია 1000-ზე მეტი ოჯახი, რომლებიც საჭიროებენ სასწრაფო დახმარებას.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ გამოყოფილი თანხა მიმართული იქნება წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ განსაზღვრული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, მათ შორისა, დაზარალებული მოსახლეობის საკვები და პირადი მოხმარების საოჯახო ნივთებით უზრუნველყოფა.

ბიზნესსაზოგადოებას აქვს პასუხისმგებლობა, დაეხმაროს ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც რთულ პირობებში იმყოფებიან. ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას საშუალებას მისცემს, დროულად მიაწოდოს საჭირო დახმარება დაზარალებულ ოჯახებს და ხელი შეუწყოს კრიზისის შემსუბუქებას. გურიის, აჭარისა და იმერეთის სოფლები ამჟამად განსაკუთრებულ თანადგომასა და სოლიდარობას საჭიროებენ. შესაბამისად, მადლობას ვუხდით წითელ ჯვარს ამ პროცესის მართვისა და დაორგანიზებისთვის, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთ რთულ ვითარებაში“ აცხადებენ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის და შემოწირულებების განსახორციელებლად შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას, სადაც ამოქმედებულია ცხელი ხაზი: 032 2 501 105.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება