მიხეილ სააკაშვილი - ზედმეტად ნუ დავიიმედებთ თავს, რომ „კიდევ ერთი სანქცია და მერე ჩამოიშლება“, არ ჩამოიშლება მხოლოდ ამის გამო! - სიტუაცია ქვეყანაში შეიცვლება ერის ერთიანობისა და ბევრად უფრო ძლიერი ბრძოლის პირობებში

ზედმეტად ნუ დავიიმედებთ თავს, რომ „კიდევ ერთი სანქცია და მერე ჩამოიშლება“. არ ჩამოიშლება მხოლოდ ამის გამო! სიტუაცია ქვეყანაში შეიცვლება ქართველი ერის ერთიანობისა და ბევრად უფრო ძლიერი ბრძოლის პირობებში, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე კლინიკა „ვივამედიდან“ ჩართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირში დაუყოვნებლივ ინტეგრაცია არის ქვეყნის უსაფრთხოებისა და გადარჩენის ყველაზე მყარი გარანტია.

ამასთან, როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, რუსეთთან კონფრონტაცია ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება.

„ეს ბრძოლა არ არის ადვილი ბრძოლა, ზედმეტ იმედებს ნუ დავამყარებთ სანქციებზე. მსოფლიოს ბოროტმა ძალებმა დიდი ხანია იპოვეს სანქციების გვერდის ავლისა და საერთაშორისო ლეგალური სისტემის ავლით აქეთ- იქით მოძრაობის გზები. ასე რომ, ზედმეტად ნუ დავიიმედებთ თავს, რომ კიდევ ერთი სანქცია და მერე ჩამოიშლება. არ ჩამოიშლება მხოლოდ ამის გამო! სიტუაცია შეიცვლება ქართველი ერის ერთიანობისა და ბევრად უფრო ძლიერი ბრძოლის პირობებში. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს ბრძოლა არის ეგზისტენციალური, იმიტომ, რომ საქართველო დიდი საფრთხის ქვეშაა. საქართველო არის მთლიანად მარგინალიზებული. ევროკავშირში დაუყოვნებლივ ინტეგრაცია არის ჩვენი უსაფრთხოებისა და გადარჩენის ყველაზე მყარი გარანტია, მაგრამ ეს ინტეგრაცია ვერ მოხდება თუ არ ჩატარდა არჩევნები და არ იქნა დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება საქართველოში.

ჩვენ ვართ სრულიად დაუცველი და რა თქმა უნდა, არაფერში არ გვჭირდება რუსეთთან კონფრონტაცია. ის იქნება აბსოლუტურად დამღუპველი ქართული სახელმწიფოებრიობისთვის. იმისთვის, რომ ეს კონფრონტაცია თავიდან ავიცილოთ შემდგომ, ამისთვის სულ სხვა ტიპის სახელმწიფო უნდა გვქონდეს, ბევრად უფრო დაცული. დღეს რაც გვაქვს, უპატრონობა და დაუცველობა, პირდაპირ ეპატიჟება დამპყრობელს შემდგომი ქმედებებისთვის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სასწრაფოდ ჩავატაროთ არჩევნები, დავამყაროთ ხელახლა ევროკავშირთან ურთიერთობა და განვაახლოთ სწრაფი ინტეგრაცია, მაგრამ იქამდე ნათლად გამოვხატოთ, რომ არა გვსურს კონფრონტაცია არცერთ ჩვენს მეზობელთან, არავისთან. ასევე უნდა ავიღოთ უსაფრთხოების გარანტიები და თურქეთთან და აზერბაიჯანთან კავშირი უნდა შევკრათ. სამხრეთ კავკასია უნდა შეიკრას ერთ ბლოკად, ურთიერთდახმარების რეჟიმში იმუშაოს და, რა თქმა უნდა, ყველანი უნდა წავიდეთ ევროპის მიმართულებით“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის