მიხეილ სააკაშვილი - ჩემ მიერ შექმნილი სახელმწიფო მისწორდება საზღვრის გადმოლახვისთვის, რომლის ინფრასტრუქტურა თავიდან ბოლომდე მე შევქმენი - მადლიერებას არავისგან ვითხოვ, თუმცა უნდა იცოდეთ, რომ უმადურობა ცოდვაა

ჩემ მიერ შექმნილი ქართული სახელმწიფო მისწორდება საზღვრის გადმოლახვისთვის, იმ საზღვრისთვის, რომლის ინფრასტრუქტურა თავიდან ბოლომდე მე შევქმენი - მადლიერებას არავისგან ვითხოვ, თუმცა უნდა იცოდეთ, რომ უმადურობა ცოდვაა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ვიდეოჩართვისას განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, „21-ე საუკუნეში არსუკისძის ბედის ღირსი არავინ არის“.

„ჩემს მიერ შექმნილი სასაზღვრო სისტემაზე დგახართ მთლიანად. ჩემ მიერ შექმნილი ქართული სახელმწიფო მისწორდება საზღვრის გადმოლახვისთვის, იმ საზღვრისთვის, რომლის ინფრასტრუქტურა თავიდან ბოლომდე მე შევქმენი, ახლა ესენი მიმდგარები არიან და ბოლომდე ანადგურებენ.

მე მადლიერებას არ ვითხოვ არავისგან, მით უმეტეს თქვენგან, თუმცა უნდა იცოდეთ რომ უმადურობა ცოდვაა. ალბათ, მსოფლიოში ბევრი ადამიანი ასე ფიქრობს, რომ კატასტროფული უმადურობა იქნა გამოჩენილი ჩემს მიმართ. ვითხოვ სამართლიანობას, სამართლიანობა არის ის, რომ ნამდვილად არ ვიმსახურებ განადგურებას იმის გამო, რომ საქართველო შევქმენი. არსუკისძის ბედის ღირსი 21-ე საუკუნეში არავინ არის“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

გარდა ამისა, მან ამერიკა-უკრაინის ურთიერთობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინის ჩაბარება არ მოხდება, ხოლო „ახლა რაც მიმდინარეობს, ეს არის მანევრი სამშვიდობო ხელშეკრულების გარშემო.

„რამდენადაც ვიცი, არც სამხედრო დახმარება არ შეწყვეტილა. რა თქმა უნდა, ტრამპი ძლიერი ლიდერია, მისი სურათი მიკიდა ისევე როგორც ბუშის, როდესაც თბილისში იყო. მინდა გვესმოდეს რომ ამ სიტუაციაში არც უკრაინის ჩაბარება არ მოხდება და თუ ჩვენი ხალხი ვიყოჩაღებთ არც საქართველოს ჩაბარება არ მოხდება. საფრთხე არის დიდი. ჩვენი პასიურობა იქნება ჩვენი სახელმწიფოს სიკვდილის პირდაპირი რეცეპტი“,- აღნიშნა სააკაშვილმა.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი