ვიქტორ ორბანი - თუ ომი ევროკავშირის 26 ქვეყნისა და აშშ-ის ერთობლივი მხარდაჭერით სამი წელია გრძელდება და რუსები მაინც იგებენ ფრონტზე, რა აძლევს 26 ქვეყანას უკეთეს შანსს, რომ ამ ომში წარმატებით იბრძოლებენ აშშ-ის გარეშე?

თუ ომი სამი წელია გრძელდება უკრაინის მიმართ ევროკავშირის 26 ქვეყნისა და აშშ-ის ერთობლივი მხარდაჭერით და რუსები მაინც იგებენ ფრონტზე, რა აძლევს დარჩენილ 26 ქვეყანას უკეთეს შანსს, რომ ამ ომში წარმატებით იბრძოლებენ, როცა ახლა ამერიკელები გადიან? ეს არის კითხვა, რომელსაც პასუხი არ აქვს, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა Kossuth Radio-ს განუცხადა და მისი კომენტარის თარგმანს უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი, ზოლტან კოვაჩი ავრცელებს.

„ასე რომ, უბრალოდ არ არსებობს რაციონალური საფუძველი იმ პოზიციისთვის, რომელიც ახლა 26 წევრმა ქვეყანამ მიიღო და ვფიქრობ, რომ მათ ასევე მძიმე ფინანსური შედეგები მოჰყვება, რადგან თუ ამბობთ, რომ მათ უნდა გააგრძელონ ომი, მაშინ ვინმემ უნდა დააფინანსოს, ვიღაცამ ფული უნდა მისცეს. ამერიკელები არ არიან, ასე რომ, თუ ევროპელები ამას გაივლიან, ჩვენი ბოლო პენიც ამ ომში დაიხარჯება“, - აღნიშნა ორბანმა.

შეგახსენებთ, გუშინ ევროპულმა საბჭომ განცხადება მიიღო, რომელშიც აღნიშნულია, რომ კიდევ ერთხელ ადასტურებენ უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მუდმივ და ურყევ მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის რეგულარულ და პროგნოზირებად ფინანსურ მხარდაჭერას და რომ 2025 წელს ბლოკი უკრაინას 30.6 მილიარდ ევროს გადასცემს. დოკუმენტს მხარი ევროკავშირის 26 წევრი სახელმწიფოს ლიდერებმა დაუჭირეს, უნგრეთმა თავი შეიკავა.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი