პრემიერი - „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებისას, NGO-ების ნაწილი საუბრობდა, რომ არ სურდათ სტიგმატიზება და თავის წარმოჩენა უცხოური გავლენის აგენტებად, ახლა უცხოურ ორგანიზაციებად რეგისტრირდებიან - ეს აღიარებაა, რომ უსამშობლოები არიან

როდესაც მიიღებოდა კანონი „გამჭვირვალობის შესახებ“, NGO-ების ნაწილი საუბრობდა, რომ მათ არ სურდათ სტიგმატიზება და საკუთარი თავის წარმოჩენა უცხოური გავლენის აგენტებად, ახლა კი, არათუ უცხოური გავლენის აგენტებად, არამედ პირდაპირ უცხოურ ორგანიზაციებად რეგისტრირდებიან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთში ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ესტონეთში დარეგისტრირებას შეეხებოდა.

კობახიძის თქმით, ეს არის ერთგვარი აღიარება იმისა, რომ „ისინი უსამშობლოები არიან“.

„ეს არის ერთგვარი აღიარება იმისა, რომ ისინი არიან უსამშობლოები, ამის პირდაპირი, გადატანითი და ყველანაირი მნიშვნელობით. როდესაც შენ რეგისტრირდები უცხოურ ორგანიზაციად და, რეალურად, აწარმოებ საკუთარ საქმიანობას საქართველოში, ეს ყველაფერზე მეტყველებს. თქვენ გახსოვთ, თავის დროზე, როდესაც მიიღებოდა კანონი „გამჭვირვალობის შესახებ“ ისინი საუბრობდნენ, რომ არ სურდათ სტიგმატიზება და საკუთარი თავის წარმოჩენა უცხოური გავლენის აგენტებად. არათუ უცხოური გავლენის აგენტებად, ისინი პირდაპირ რეგისტრირდებიან უცხოურ ორგანიზაციებად. აქ ყველაფერი დღესავით ნათელია. სინამდვილეში, აქ არაფერ შუაში იყო სტიგმატიზაცია და სხვა საკითხები, რეალურად, ესენი არიან უსამშობლო ორგანიზაციები, რომელთა ერთადერთი დაკვეთა და დავალებაა - დაუპირისპირდნენ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა, ირაკლი კობახიძემ უპასუხა კითხვას „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) მიერ პარალელური დათვლის შედეგების პროკურატურისთვის გადასაცემად დროის მოთხოვნის თაობაზე.

კობახიძის თქმით, ISFED-ის ეს მცდელობები წარუმატებლობისთვისაა განწირული. როგორც ის აცხადებს, მნიშვნელოვანია, რომ პროკურატურას კორექტული ინფორმაცია მიეწოდოს, რათა „ყველაფერი ნათელი გახდეს“.

„თქვენ გახსოვთ, რა მოხდა 2020 წელს, მაშინ მათ ჩაატარეს პარალელური დათვლა და გააყალბეს რეალურად დათვლის შედეგები. ახლა ვეღარ მოახერხეს დათვლის შედეგების გაყალბება, თუმცა აღარ აქვეყნებენ ამ შედეგებს. ყველაფერი არის დღესავით ნათელი. 2020 წელსაც და 2024 წელსაც მათი ერთადერთი ამოცანა იყო ისეთი აღქმის შექმნა, რომელიც „გაყალბებულად“ წარმოაჩენდა არჩევნებს, თუმცა ყველა ხედავს, რომ არჩევნები ჩატარდა სუფთად, ძალიან მაღალ დონეზე, შესაბამისად ISFED-ის ეს მცდელობები წარუმატებლობისთვისაა განწირული,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო