ვოლოდიმირ ზელენსკი - ნამდვილი მშვიდობისკენ პირველი ნაბიჯები უნდა მოიცავდეს ამ ომის ერთადერთ წყაროს, რუსეთის იძულებას, შეაჩეროს თავდასხმები

რუსებმა წუხელ უკრაინის წინააღმდეგ 70-მდე რაკეტა და 200-მდე თავდასხმის დრონი გამოიყენა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი ინფორმაციით, რუსეთის სამიზნე უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო.

„რუსეთის არმიამ წუხელ მორიგი მასიური თავდასხმა განახორციელა ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. მათი სამიზნე იყო სხვადასხვა ობიექტი რამდენიმე რეგიონში - ოდესაში, პოლტავაში, ჩერნიგოვსა და ტერნოპოლში. საერთო ჯამში, რუსებმა გამოიყენეს 70-მდე რაკეტა, როგორც ფრთოსანი, ასევე ბალისტიკური და 200-მდე თავდასხმის დრონი. ეს ყველაფერი მიმართული იყო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, რომელიც უზრუნველყოფს ნორმალურ ცხოვრებას. ამჟამად მიმდინარეობს სარემონტო და აღდგენითი სამუშაოები სადაც საჭიროა. სამწუხაროდ, დაზიანებულია ჩვეულებრივი საცხოვრებელი კორპუსებიც. ხარკოვში რუსული რაკეტა საცხოვრებელი კორპუსის მახლობლად დაეცა, დაშავდა ხალხი. ისინი საჭირო დახმარებას იღებენ“, - წერს ზელენსკი.

მისი თქმით, უკრაინის ცის დასაცავად F-16 და Mirage-ის თვითმფრინავები გამოიყენეს.

„დღეს უკრაინის ცის დასაცავად გამოიყენეს F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები და საფრანგეთის მიერ მოწოდებული Mirage-ის თვითმფრინავები. კერძოდ, Mirage-ებმა წარმატებით მოიგერიეს რუსული ფრთოსანი რაკეტები. გმადლობთ! ნამდვილი მშვიდობისკენ პირველი ნაბიჯები უნდა მოიცავდეს ამ ომის ერთადერთი წყაროს, რუსეთის იძულებას, შეაჩეროს ასეთი თავდასხმები ადამიანების სიცოცხლეზე. ეს არის ის, რისი ეფექტური მონიტორინგიც შესაძლებელია. სიჩუმე ცაში - რაკეტების, შორ მანძილზე მოქმედი დრონების და საჰაერო ბომბების გამოყენების აკრძალვა და სიჩუმე ზღვაში - ნორმალური ნავიგაციის რეალური გარანტია. უკრაინა მზადაა მშვიდობისკენ მიმავალი გზა გააგრძელოს და სწორედ უკრაინა იბრძვის მშვიდობისკენ ამ ომის პირველივე წამიდან. ამოცანა - რუსეთის იძულება შეაჩეროს ომი“, - აცხადებს ზელენსკი.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო