„ქართული განათლება საფრთხეშია“ - ამ ლოზუნგით თსუ-ს ეზოში აქცია მიმდინარეობს

„ქართული განათლება საფრთხეშია“ - ამ ლოზუნგით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტებისა და ლექტორების ერთობლივი აქცია მიმდინარეობს, რომელიც მოგვიანებით საპროტესტო მსვლელობით პარლამენტისკენ გადაინაცვლებს.

აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის ბანერი და საქართველოს დროშები.

პარალელურად, თბილისის რამდენიმე ლოკაციიდან ასევე იგეგმება სხვადასხვა მარში, რომელიც საკანონმდებლო ორგანოსთან უწყვეტი პროტესტის მე-100 დღეს აქციას შეუერთდება.

„თავისუფლება სინდისის პატიმრებს" - ამ ლოზუნგით მსვლელობა იგეგმება საზოგადოებრივი მაუწყებლის ტერიტორიიდანაც.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება