ზვიად ძიძიგური - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე ან არ მონაწილეობაზე გადაწყვეტილება არ მიგვიღია იმიტომ, რომ ჯერ არ ყოფილა ამ თემებზე ლაპარაკი

პარტიაში ჯერ არ გვიმსჯელია ამ თემაზე და გადაწყვეტილება მიღებული არ გვაქვს, - ასე პასუხობს „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზვიად ძიძიგური კითხვას, მიიღებს თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას პარტია „გახარია საქართველოსთვის“.

ზვიად ძიძიგურმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი ბერკეტი იქნება, თუ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე „პროტესტის მონაწილეები თბილისის ან ბათუმის მერს წაართმევენ ხელისუფლებას“.

„ჩემს მოსაზრებას გეტყვი ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის ან ბათუმის მერი რომ წაართვას პროტესტანტებმა ხელისუფლებას, ეს მნიშვნელოვანი ბერკეტია თუ არა? გადაწყვეტილება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე ან არ მონაწილეობაზე არ მიგვიღია იმიტომ, რომ ჯერ არ ყოფილა ამ თემებზე ლაპარაკი.

არ არის ეს თემა აქტუალური, მაგრამ ის, რომ წინასწარ ყველამ გადაწყვიტოს, რომ მოდი, არ მივიღოთ მონაწილეობა და ტელევიზიით ელაპარაკონ ოპოზიციური პარტიები ამაზე ერთმანეთს, ეს არ არის სწორი, და ღალატი იქნება. მონაწილეობის არმიღებაზე ადვილი არაფერია, არც ფულს დახარჯავ, არც ხალხში ივლი, არც რამეს დააორგანიზებ და თან იტყვი, არ მინდა, ამ ცესკოს პირობებში არ მივიღებ მონაწილეობას. მართალი და გამართული პოზიცია გექნება და იჯექი სახლში, მაგრამ დაიძინებს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ამაღამ და არ გაიღვიძებს ხვალ? ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური თემაა და ამაზე ასე ჰაიჰარად საუბარი არ შეიძლება“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის