ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას ანტი-LGBT კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შუალედურ რეზოლუციაშია ნახსენები, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირდება.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 7 საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება „ძირითადად უკავშირდება [საქართველოს] სახელმწიფოს ფუნქციის ვერ შესრულების სტრუქტურულ პრობლემებს, რომ უზრუნველყოს დაცვა ჰომოფობიური და რელიგიურად მოტივირებული თავდასხმებისგან კერძო ინდივიდების მხრიდან მარშებისა ან შეკრებების დროს და, ზოგიერთ შემთხვევაში, ამ ქმედებებისთვის ოფიციალურ თანხმობას და მფარველობას, ისევე როგორც საპოლიციო ძალის გადამეტებას ჰომოფობიური/ტრანსფობიური ან რელიგიური მიკერძოებულობით, და ამ ინციდენტების ეფექტურად გამოძიების არარსებობას”.

მინისტრთა კომიტეტი აღნიშნავს, რომ „იდენტობა და სხვების“ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების მიუხედავად საქართველოს მიერ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონის ამოქმედება უკან გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს და „სერიოზულ კითხვებს აჩენს საქართველოს მიერ საკუთარი ვალდებულების შესრულებაზე დაემორჩილოს ევროპის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებებს“.

„[მინისტრთა კომიტეტმა] ხელისუფლებას მოუწოდა გაიწვიოს კანონი და არ გააგრძელოს ნებისმიერ პრაქტიკული ან საკანონმდებლო ნაბიჯები, რომლებიც საფრთხის ქვეშ დააყენებენ საქართველოს მიერ კონვენციის 46-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას;

[მინისტრთა კომიტეტმა] ხელისუფლებას მოუწოდა დაგმონ დისკრიმინაციული ნარატივები და ცალსახად იბრძოლონ დისკრიმინაციის, ზიზღის ენისა და ზიზღის დანაშაულის ყველა ფორმის წინააღმდეგ, მათ შორის უმაღლეს დონეზე ნულოვანი ტოლერანტობის მესიჯის გაჟღერებითა და დაუსჯელობის დასასრულებლად მტკიცე ქმედებების განხორციელებით”, - ნათქვამია რეზოლუციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება