დონალდ ტრამპი - სიმართლე რომ გითხრათ, უფრო რთულად მიმაჩნია უკრაინასთან საქმის წარმოება, მათ არ აქვთ „კარტები“

სიმართლე რომ გითხრათ, უფრო რთულად მიმაჩნია უკრაინასთან საქმის წარმოება, მათ არ აქვთ „კარტები“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

მისი თქმით, შეთანხმების მიღწევა რუსეთთან უფრო მარტივი იქნება, რადგან მათ "ყველა „კარტი“ აქვთ".

„მჯერა მისი [პუტინის], მჯერა მისი. ვფიქრობ, ძალიან კარგად გვაქვს საქმე რუსეთთან. სიმართლე რომ გითხრათ, უფრო რთულად მიმაჩნია უკრაინასთან საქმის წარმოება, მათ არ აქვთ „კარტები“.

როგორც იცით, საუდის არაბეთში ვხვდებით [უკრაინულ მხარეს] მომდევნო კვირის დასაწყისში და ჩვენი აზრით, საბოლოო შეთანხმების მიღწევის მხრივ რუსეთთან შეთანხმება უფრო მარტივია, რაც გასაკვირია, რადგან ყველა „კარტი“ აქვთ. ისინი ძალიან ბომბავენ მათ [უკრაინას] და გამოვაქვეყნე ძალიან ძლიერი განცხადება - არ უნდა გააკეთოთ ეს, არ უნდა გააკეთოთ ეს. ვცდილობთ მათ დახმარებას და უკრაინა უნდა შემოგვიერთდეს და საქმე გააკეთოს,“, - განაცხადა ტრამპმა.

ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ტრამპს ასევე ჰკითხა, რუსეთის მიერ უკრაინული ქალაქების მასიური დარტყმების ფონზე რატომ არ აწვდის ის უკრაინას საჰაერო თავდაცვის საშუალებებს.

„ვინაიდან არ ვიცი, უნდათ თუ არა მათ [უკრაინელებს] დარეგულირება. თუ მათ არ უნდათ დარეგულირება, ჩვენ იქიდან წავალთ, ვინაიდან ჩვენ გვინდა, რომ ისინი შეთანხმდნენ. ამას იმისთვის ვაკეთებ, რომ სიკვდილი შევაჩერო. სხვა ყველაფერზე მნიშვნელოვანია”, - განაცხადა ტრამპმა.

თავის მხრივ, ტრამპის უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა მაიკ უოლცა განაცხადა, რომ ის და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მომდევნო კვირას საუდის არაბეთში შეხვდებიან უკრაინულ დელეგაციას, რათა „დავაბრუნოთ ეს მოლაპარაკებები, მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტას და მივიდეთ მშვიდობამდე“.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი