„პროტესტის მე-100 დღე“,- ამ ლოზუნგით ბათუმში საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა

„პროტესტის მე-100 დღე“, - ამ ლოზუნგით ბათუმში საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. მოქალაქეები თავდაპირველად,

ტრადიციულად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეიკრიბნენ.

მათი განცხადებით, 100 დღეა ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები ხელახლა ჩაატაროს. აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ არჩევნები გაყალბდა.

მათ ასევე, სხვადასხვა აქციის დროს დაკავებული პირების გათავისუფლება მოითხოვეს. შეკრებილების განცხადებით, პროევროპულ აქციებზე მოქალაქეებს უკანონოდ აკავებდნენ.

აქცია-მსვლელობისას პერიოდულად ისმოდა შეძახილები „არა რუსულ მთავრობას”.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს