გიორგი სოსიაშვილი - არაფერ შუაშია შვედეთი და მისი საგარეო უწყების განცხადება - რასაც „დიფ სთეითი“ უკარნახებს, იმას აჟღერებენ - თოჯინების თეატრის მორიგი წარმოდგენა გახლავთ

„ქართული ოცნების“ წევრი, უმრავლესობის დეპუტატი გიორგი სოსიაშვილი შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ეს „დიფ სთეითის“ პირდაპირი კარნახით გაკეთებული განცხადებაა.

სოსიაშვილის თქმით, „საზოგადოება კარგად აფასებს ხელისუფლების ძალისხმევას, რომ შენარჩუნებული იქნეს მშვიდობა. შესაბამისად, თოჯინების თეატრის რაღაც წარმოდგენებს ყურადღებას არ აქცევენ“.

„თოჯინების თეატრის მორიგი წარმოდგენა გახლავთ ეს ამბავი. აქ არაფერ შუაში არ არის შვედეთი და შვედეთის საგარეო უწყების რაღაც განცხადება. აქ არის „დიფ სთეითის“ პირდაპირი კარნახით გაკეთებული განცხადება. „დიფ სთეითი“ რასაც უკარნახებს იმას აჟღერებენ, რომ როგორღაც ჩვენს ქვეყანაში მეორე ფრონტი გაიხსნას, მოხდეს არეულობა, ქვეყანა გაეხვეს ამ უბედურებაში და როგორღაც ცეცხლის ხაზი ჩვენკენ გადმოვიდეს, მაგრამ ჩვენი მოსახლეობის პოზიცია არის ურყევი, მტკიცე. საზოგადოება ძალიან კარგად აფასებს ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევას, რომ შენარჩუნებული იქნეს მშვიდობა. მთელი ამ ხნის მანძილზე ძალიან ბევრი ზეწოლის, ბულინგის მიუხედავად ჩვენ მოვახერხეთ, რომ ჩვენი ხალხისთვის შეგვენარჩუნებინა მშვიდობა და საზოგადოება განვითარებულიყო მშვიდ გარემოში და ეს ასეც იქნება. ასე რომ, თოჯინების თეატრის რაღაც ეპიზოდებს და წარმოდგენებს ჩვენ ყურადღებას არ ვაქცევთ“, - განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.

ცნობისთვის, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში პროტესტის მე-100 დღესთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა და მომიტინგეებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

როგორც შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გადადგას ნაბიჯები, რათა ამ კრიზისიდან გამოსავალი იპოვოს.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო