ვლადიმერ ბოჟაძე - შვედეთის სახელმწიფოს შეუძლია გააგრძელოს დღეების თვლა, ეს მათი გადასაწყვეტია, თუმცა ჩვენ არ ვთვლით, რომ რაიმე კრიზისთან გვაქვს საქმე - არაერთი ევროპული სახელმწიფო სრულიად უსამართლოდ იქცევა

რა თქმა უნდა, შვედეთის სახელმწიფოს შეუძლია გააგრძელოს დღეების თვლა, ეს მათი გადასაწყვეტია, თუმცა ჩვენ არ ვთვლით, რომ რაიმე კრიზისთან გვაქვს საქმე, აქტიურად ვმუშაობთ, როგორც პარლამენტი, ისე მთავრობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა შვედეთის საგარეო უწყების განცხადებას ქვეყანაში მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით.

ვლადიმერ ბოჟაძის მოსაზრებით, არაერთი ევროპული სახელმწიფო სრულიად უსამართლოდ იქცევა საქართველოს მიმართ, მათ შორის, გამორჩეული არიან ბალტიის ქვეყნები და შვედეთი.

„ყველას კარგად გვახსოვს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილისადმი, „ნაციონალური მოძრაობისადმი“ და ის დაფინანსება, რომელიც მათ შორის შვედეთის მთავრობიდან მოდიოდა ჩვენ ქვეყანაში სხვადასხვა მედიებთან, თუ სამოქალაქო სექტორთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, შვედეთის სახელმწიფოს შეუძლია გააგრძელოს დღეების თვლა, ეს მათი გადასაწყვეტია, თუმცა ჩვენ არ ვთვლით, რომ რაიმე კრიზისთან გვაქვს საქმე, აქტიურად ვმუშაობთ, როგორც პარლამენტი, ისე მთავრობა. რაც შეეხება ასეთი ტიპის განცხადებას, ეს ერთის მხრივ, უნდა ჩაითვალოს, როგორც ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა და მეორე- იმ ძალადობრივი ჯგუფების წახალისებად, რომლებიც დღეების გამავლობაში, ქვებით, „მოლოტოვის კოქტეილებით“, პიროტექნიკის გამოყენებით ებრძოდნენ ქართულ პოლიციას, ცდილობდნენ პარლამენტის შენობა გადაეწვათ, შემოჭრილიყვნენ და ა.შ. ამიტომ, ეს დამოკიდებულება არის სრულიად უსამართლო ჩვენი ქვეყანასთან მიმართებაში, თუმცა კარგად გვესმის, რომ ეს ყველაფერი უკავშირდება, მათ შორის, რუსეთ-უკრაინის ომის საკითხებს და იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, ქვეყანაში შეგვენარჩუნებინა მშვიდობა და სტაბილურობა“, -განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში მიმდინარე უწყვეტი პროტესტის მე-100 დღესთან დაკავშირებით, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, 7 მარტს განცხადება გაავრცელა.

„დღეს საქართველოში პროტესტის მე-100 დღეა, მიუხედავად ძალადობისა, დაპატიმრებებისა და ახალი საკანონმდებლო შეზღუდვების. შვედეთი აგრძელებს ყველა ქართველის უფლების მხარდაჭერას, რომ ჰქონდეთ გამოხატვისა და მშვიდობიანად შეკრების თავისუფლება. საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გადადგას ნაბიჯები, რათა ამ კრიზისიდან გამოსავალი იპოვოს და ადამიანის უფლებების პატივისცემა უზრუნველყოს”, - ნათქვამია განცხადებაში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო