Reuters - იმპიჩმენტის საკითხზე თანამდებობიდან დროებით გადაყენებულმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა

იმპიჩმენტის საკითხზე თანამდებობიდან დროებით გადაყენებულმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტო Reuters-ის ცნობით, სამხრეთ კორეის პროკურატურამ ქვეყნის იმპიჩმენტგამოცხადებული პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო, მას შემდეგ რაც გუშინ, სასამართლომ მისი პატიმრობის გაგრძელების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო ცენტრალურ საოლქო სასამართლოს გამბედაობისა და უკანონობის გამოსწორების მტკიცე გადაწყვეტისთვის“, - განაცხადა იუნ სუკ იოლმა.

შეგახსენებთ, სამხრეთ კორეის პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო იუნ სუკ იოლს 14 დეკემბერს იმპიჩმენტი გამოუცხადა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მის ოფიციალურ გათავისუფლებაზე, ან უფლებამოსილების აღდგენაზე საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს. სამართალდამცავებმა იოლი 15 იანვარს დააკავეს. გათავისუფლების მიუხედავად, იოლის უფლებამოსილება კვლავ შეჩერებულია და საომარი მდგომარეობის გამოცხადების გამო მისი სასამართლო პროცესი გაგრძელდება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება