Reuters - ბოსნია და ჰერცოგოვინას საკონსტიტუციო სასამართლომ სერბთა რესპუბლიკის პარლამენტის მიერ მიღებული სეპარატისტული კანონების მოქმედება დროებით შეაჩერა

ბოსნია და ჰერცოგოვინას საკონსტიტუციო სასამართლომ სერბთა რესპუბლიკის პარლამენტის მიერ მიღებული სეპარატისტული კანონების მოქმედება დროებით შეაჩერა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ბოსნია და ჰერცოგოვინას საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, რომ სერბთა რესპუბლიკის ლიდერის, მილორად დოდიკის მიერ ხელმოწერილ სეპარატისტულ კანონებს სერიოზული შედეგები მოჰყვება და იგი საფრთხეს უქმნის ბოსნია და ჰერცოგოვინას სუვერენიტეტსა და კონსტიტუციურ წესრიგს.

საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება ხელისუფლების მაღალჩინოსნების საჩივრის საფუძველზე მიიღო, რომლებიც აცხადებენ, რომ სერბთა რესპუბლიკის პარლამენტის მიერ მიღებული კანონები კონსტიტუციურ წესრიგზე თავდასხმას წარმოადგენს.

„ყველა, ვინც ბოსნია და ჰერცოგოვინას სახელმწიფოს ებრძვის, უნდა იცოდეს, რომ ამას შედეგები მოჰყვება“, - განაცხადა ბოსნია და ჰერცოგოვინას სამმხრივი პრეზიდიუმის ბოსნიელმა წევრმა, დენის ბეჩიროვიჩმა.

ამასთან, ბეჩიროვიჩმა EUFOR-ს, ევროკავშირის სამშვიდობო ძალებს, ბოსნია და ჰერცოგოვინას სტრატეგიულ პუნქტებში სარეზერვო ძალების განთავსებისკენ მოუწოდა.

ცნობისთვის, ბოსნია და ჰერცოგოვინაში ვითარება გასულ კვირას დაიძაბა, როდესაც სახელმწიფო სასამართლომ სერბთა რესპუბლიკის ლიდერს, მილორად დოდიკს საერთაშორისო სამშვიდობო წარმომადგენლის ბრძანებების დაუმორჩილებლობის გამო ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ექვსი წლით პოლიტიკური თანამდებობის დაკავება აუკრძალა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს