კაია კალასი - პუტინი აჩვენებს, რომ მას მშვიდობა არ აინტერესებს - ჩვენ სამხედრო მხარდაჭერა უნდა გავაძლიეროთ

პუტინი აჩვენებს, რომ მას მშვიდობა არ აინტერესებს, - ასე ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი რუსული ძალების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ დობროპილიაზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშებს.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ „უწყვეტ სარაკეტო იერიშებს აგრძელებს, რაც სიკვდილსა და ნგრევას იწვევს“.

„კიდევ ერთხელ, პუტინი აჩვენებს, რომ მას მშვიდობა არ აინტერესებს. ჩვენ სამხედრო მხარდაჭერა უნდა გავაძლიეროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, უფრო მეტ უკრაინელ მშვიდობიან მოქალაქეს ძალიან მაღალი საფასურის გადახდა მოუწევს“, - წერს კაია კალასი X-ზე.

ცნობისთვის, რუსული ძალების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ დობროპილიაზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა. დონეცკის ოლქში 8 მარტი გლოვის დღედ გამოცხადდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს