პიტერ სიიარტო - პოლონეთის მთავრობა, ბრიუსელთან ერთად, დონალდ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევისთვის ხელის შეშლას ცდილობს

პოლონეთის მთავრობა, ბრიუსელთან ერთად, დონალდ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევისთვის ხელის შეშლას ცდილობს, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელში წერს.

„პოლონეთის მთავრობის ლიდერები, პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი, მაშინ როდესაც პოლონეთში კანონის უზენაესობას არღვევენ, ლექციებს გვიკითხავენ იმის შესახებ, თუ რა არის ევროპის ინტერესებში. ისინი თვლიან, რომ ეს ომის გაგრძელებაა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს მშვიდობაა. ისინი ფიქრობენ, რომ ეს სიკვდილი და ნგრევაა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მშვიდობის დამყარებაა“, - წერს სიიარტო.

მისი თქმით, „ახლა მშვიდობის მიღწევის რეალური შანსი არსებობს: დონალდ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევა შეიძლება წარმატებული იყოს“.

„სამწუხაროა, რომ პოლონეთის მთავრობა, დანარჩენ ბრიუსელთან ერთად, სამშვიდობო მოლაპარაკებების დაბლოკვას ცდილობს“, - აღნიშნავს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი