ბაჩო ქაჯაია - რეპრესიული ზომები და ფორმები კიდევ უფრო მკაცრდება, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ ეს პროტესტი მუშაობს ჩვენს სასარგებლოდ და „ქართული ოცნების” საწინააღმდეგოდ

რეპრესიული ზომები და ფორმები იცვლება და კიდევ უფრო მკაცრდება, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ ეს პროტესტი მუშაობს ჩვენს სასარგებლოდ და “ქართული ოცნების” საწინააღმდეგოდ, - ამის შესახებ მსახიობმა ბაჩო ქაჯაიამ “ინტერპრესნიუსს” რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განუცხადა.

მისი თქმით, პროტესტს უკვე აქვს შედეგი, რაც “ქართული ოცნების” ხელისუფლების არაღიარებაა.

„ვფიქრობ, რომ უკვე მოტანილია ის შედეგი, რაც შეიძლებოდა რომ ამ პერიოდში მიგვეღო: ჩვენ გვაქვს ამ ე.წ. ხელისუფლების არაღიარება ქვეყნის შიგნით და გარეთ. კრიზისი თვალნათელია, ყველა ვხედავთ ამ კრიზისის შედეგებს. რეპრესიული ზომები, ფორმებიც იცვლება და კიდევ უფრო მკაცრდება, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ეს პროტესტი მუშაობს და მუშაობს ჩვენს სასარგებლოდ და „ქართული ოცნების” საწინააღმდეგოდ. ჩვენ, პირველი და რაც ყველაზე მთავარია: ვერ დავტოვებთ ჩვენს მეგობრებს, თანამებრძოლებს, უსამართლოდ დაპატიმრებულ ადამიანებს ციხეში და მეორე: ჩვენს ევროპულ მომავალს ვერ დავთმობთ, რომელსაც ცდილობენ, რომ წაგვართვან. ასე რომ, ჩვენ ვიდგებით იქამდე, სანამ ამ ორ ძირითად მოთხოვნას არ დააკმაყოფილებენ. ეს არის ხელახალი არჩევნები და უკანონო პატიმრების გათავისუფლება”, - განაცხადა ბაჩო ქაჯაიამ.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი