რუსული მხარის ინფორმაციით, ღამით 88 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს და რუსეთის ხუთმა აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამით რუსეთის ტერიტორიაზე 88 უკრაინული დრონი გაანადგურეს, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 52 უპილოტო საფრენი აპარატი ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს, 13 - ლიპეცკის ოლქის ტერიტორიაზე, 9 - როსტოვის ოლქის თავზე, 8 უპილოტო საფრენი აპარატი ვორონეჟის ოლქის ტერიტორიაზე, 3 - ასტრახანში და თითო-თითო კრასნოდარის, რიაზანისა და კურსკის ტერიტორიებზე.

ამასთან, რუსული მედია „როსავიაციაზე“ დაყრდნობით იუწყება, რომ ღამით, უსაფრთხოების გამო, რუსეთის ხუთ აეროპორტში - ვოლგოგრადის, ყაზანის, ასტრახანის, ნიჟნი ნოვგოროდისა და ვლადიკავკაზის აეროპორტებში - დროებითი შეზღუდვები დაწესდა. მოგვიანებით, ხუთივე აეროპორტმა მუშაობა განაახლა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება