საქართველო მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო დღეს კვირეულით უერთდება

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, ეროვნული ბანკის, კომუნიკაციების კომისიის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, 2025 წლის 10-15 მარტს, მომხმარებელთა დაცვის III საერთაშორისო კვირეული იმართება.

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ცნობით, კვირეულის გახსნითი ღონისძიება, 10 მარტს, თბილისში, სასტუმრო „პულმანში" გაიმართება, სადაც მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელი ექვსი მარეგულირებელი უწყება მიღებულ შედეგებს, გამოწვევებს და აღსრულების მექანიზმებს მიმოიხილავს.

„კვირეულის ფარგლებში, ერთ-ერთი მთავარი ყურადღება ინკლუზიის ხელმისაწვდომობას დაეთმობა - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მომხმარებელთა გაძლიერებას. გაიმართება ექვსი მარეგულირებელი უწყების მიერ მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ სპეციალურად შემუშავებული მასალების პრეზენტაცია, რომლებიც მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების გაძლიერებას და მათთვის ინფორმაციის თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.

კვირეულის ფარგლებში, მომხმარებლებთან სამუშაო-საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება: 12 მარტს - ახალქალაქში, 14 მარტს - ზუგდიდში და 15 მარტს - ბათუმში. პანელური დისკუსიის ფორმატში, ექვსი მარეგულირებელი უწყების წარმომადგენელი, მომხმარებლებთან შეხვედრისას, დეტალურად მიმოიხილავს მათთვის მნიშვნელოვან და საჭირო ინფორმაციას - თუ როგორ უნდა დაიცვას მომხმარებელმა საკუთარი უფლებები, დარღვევის შემთხვევაში ვის მიმართოს და რა ფორმით.

კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე მოწვეულნი არიან - მარეგულირებელი უწყებების წარმომადგენლები, პარლამენტის, ცენტრალური და რეგიონული მთავრობის წევრები. ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოს ყრუთა კავშირის და უსინათლოთა კავშირის წევრები, ბიზნესის, აკადემიური და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. ღონისძიების მიზანია საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი