სტუდენტები აცხადებენ, რომ პოლიციამ თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში პროტესტის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმა

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გაფიცული სტუდენტების ნაწილი სამართალდამცველებმა დააჯარიმეს. სტუდენტების ინფორმაციით, ჯარიმა გამოუწერეს დაახლოებით, 10 სტუდენტს.

როგორც სტუდენტები აცხადებენ, სამართალდამცველებმა ისინი შეკრება მანიფესტაციის წესის დარღვევის გამო დააჯარიმეს, რომელიც 5 000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

„გვითხრეს, რომ უნივერსიტეტის შიგნით პროტესტი არ შეიძლება. რადგან არ ვემორჩილებით იმას, რასაც ადმინისტრაცია გვთხოვს, ყველა დაგვაჯარიმეს 5 000 ლარით. ამ ეტაპზეც, ყველას სახელს და გვარს იწერენ და ჯარიმებს უწერენ“, - განაცხადა ერთ-ერთმა სტუდენტმა.

სტუდენტების განმარტებით, დღეს დილით, თეატრალურმა უნივერსიტეტმა სანიტარული სამუშაოები ისე დაიწყო, რომ ადგილზე მყოფი სტუდენტები არ გააფრთხილა. მათი თქმით, ადმინისტრაციამ სტუდენტებს მოუწოდა, რომ პროტესტის გასაგრძელებლად სხვა სივრცე გამოეყენებინათ, რაზეც სტუდენტებმა უარი განაცხადეს და განმარტეს, რომ შემოთავაზებული ალტერნატიული სივრცე პატარა იყო. ამასთან, სტუდენტები უნივერსიტეტის სხვა სივრცის დათმობას მოითხოვდნენ, რაზეც მათ ადმინისტრაციის წარმომადგენლისგან უარი მიიღეს.

პროტესტის მონაწილეების თქმით, სტუდენტებსა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შორის შელაპარაკება მოხდა, რის გამოც უნივერსიტეტმა პოლიცია გამოიძახა. თავდაპირველად სტუდენტებთან და ადმინისტრაციასთან გასაუბრების შემდეგ პოლიციამ შენობა დატოვა, თუმცა სამართალდამცველები უნივერსიტეტში დაბრუნდნენ და ისინი დააჯარიმეს.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი