ვოლოდიმირ ზელენსკი - Shahed-ის ყველა დრონი და საჰაერო ბომბი, რომელსაც რუსეთი იყენებს, შეიცავს სანქციების გვერდის ავლით მიწოდებულ კომპონენტებს

რუსეთმა, ამ კვირის განმავლობაში, ჩვენს ხალხზე სხვადასხვა ტიპის იარაღის გამოყენებით ასობით თავდასხმა განახორციელა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, მიმდინარე კვირაში რუსებმა უკრაინაზე თავდასხმისთვის 1 200-მდე მართვადი საჰაერო ბომბი, 870-მდე დრონი და 80-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა გამოიყენა.

„Shahed-ის ყველა დრონი და საჰაერო ბომბი, რომელსაც რუსეთი იყენებს, შეიცავს სანქციების გვერდის ავლით მიწოდებულ კომპონენტებს. ეს იარაღი მოიცავს 82 000-ზე მეტ უცხოურ კომპონენტს. ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, რათა უზრუნველვყოთ გადაწყვეტილებების მიღება სიცოცხლის გადარჩენის მიზნით: საჰაერო თავდაცვის სისტემები, ინვესტიციები ჩვენს თავდაცვით წარმოებაში და სანქციების გამკაცრება რუსეთის წინააღმდეგ. ვაგრძელებთ ძალისხმევას სამართლიან მშვიდობასთან დასაახლოებლად და უსაფრთხოების საიმედო გარანტიების უზრუნველსაყოფად“, - აცხადებს ზელენსკი.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი