ლორა თორნტონი - „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან ეფექტურად ჩაიგდო სახელმწიფო ხელში - დემოკრატიის ბოლო ბასტიონები ახლა მედია და სამოქალაქო საზოგადოებაა

[დემოკრატიის] ბოლო ბასტიონები ახლა მედია და სამოქალაქო საზოგადოებაა, - ამის შესახებ მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორმა, ლორა თორნტონმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა, რითაც საქართველოს პარლამენტში „მედიის შესახებ კანონის” ინიცირებას გამოეხმაურა.

მისივე შეფასებით, ეს არის თავისუფალ, დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმა.

„ამაზე ნამდვილად ძალიან ვღელავ და რა თქმა უნდა, ვეთანხმები [რომ ხელისუფლება თავისუფალ მედიას ზღუდავს]. ვფიქრობ, ნათელია, რომ ესაა თავისუფალ, დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმა. „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან ეფექტურად ჩაიგდო სახელმწიფო ხელში. მათ ჰყავთ საკუთარი პრეზიდენტი და პარლამენტი, რომლებიც, ჩემი აზრით, არალეგიტიმურია. ძალაუფლების აბსოლუტურად ყველა შრე, საკანონმდებლო ხელისუფლების ჩათვლით, მათ ხელშია.

[დემოკრატიის] ბოლო ბასტიონები ახლა მედია და სამოქალაქო საზოგადოებაა. ეს უკვე კარგად ცნობილი სცენარია და ის გვინახავს მაგალითად უნგრეთში, რომ აღარაფერი ვთქვათ პუტინზე, რომელმაც რამდენიმე ისეთი კანონი დააინიცირა [რუსეთში], რაც ძალიან ჰგავს იმას, რაც საქართველოში ხდება.

ვფიქრობ, დამატებით პრობლემას ქმნის ის, რომ ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლებიც საქართველოში მოქმედებდა, ახლა გაქრა. ასე რომ, ვფიქრობ სამომავლოდ საკმაოდ დიდი გამოწვევა იქნება არა მარტო კანონმდებლობა, რომელიც საგარეო დაფინანსებას კრძალავს, არამედ ისიც, რომ ქვეყანაში, რომელიც მდიდარი არაა, როგორ უნდა მივიდნენ [მედიები] ადგილობრივ დონორებთან, როგორ შეიძლება საზოგადოებრივი სუბსიდირების ორგანიზება მოხდეს და ა.შ. ვფიქრობ, ბევრ მედია საშუალებას და ჟურნალისტს დაფინანსების ადგილობრივად მონახვა მოუწევს და ეს საკმაოდ რთული იქნება“, - განაცხადა ლორა თორნტონმა.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი