ვოლოდიმირ ზელენსკი - საუდის არაბეთში დაგეგმილი შეხვედრის შედეგების იმედი გვაქვს და ეს ეხება როგორც მშვიდობასთან დაახლოებას, ასევე აშშ-ის მხარდაჭერას

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ საუდის არაბეთში უკრაინისა და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა შედეგიანი იქნება როგორც მშვიდობასთან დაახლოების, ასევე უკრაინის მიმართ შეერთებული შტატების მხარდაჭერის კუთხით.

„გავაგრძელებთ მუშაობას მშვიდობასთან დაახლოების მიზნით - ვეწვევი საუდის არაბეთს. კიდევ უფრო მომზადებული გახდა ჩვენი გუნდების შეხვედრა საუდის არაბეთში. შედეგების იმედი გვაქვს და ეს ეხება როგორც მშვიდობასთან დაახლოებას, ასევე მხარდაჭერის გაგრძელებას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ადრე განაცხადა, რომ 10 მარტს საუდის არაბეთში გაემგზავრება, სადაც პრინც მუჰამედ ბინ სალმანს შეხვდება და რომ მისი გუნდი ქვეყანაში დარჩება და ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებებს გამართავს.

8 მარტს ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ 11 მარტს დაგეგმილ მოლაპარაკებებზე უკრაინას წარმოადგენენ : პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და პრეზიდენტის ოფისის უფროსის ხელმძღვანელის მოადგილე პაველ პალისა. გუშინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო უკრაინელ კოლეგებთან მოლაპარაკებებისთვის 10-12 მარტს საუდის არაბეთს ეწვევა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი