კანადის „ლიბერალური პარტიის“ ლიდერის არჩევნებში მარკ კარნიმ გაიმარჯვა და ის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჯასტინ ტრუდოს ჩაანაცვლებს

გაერთიანებული სამეფოსა და კანადის ცენტრალური ბანკის ყოფილმა ხელმძღვანელმა, მარკ კარნიმ „ლიბერალური პარტიის“ ლიდერის არჩევნებში გაიმარჯვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჯასტინ ტრუდოს ჩაანაცვლებს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პარტიის ლიდერის არჩევნებში სულ ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა და მარკ კარნიმ 131 674 ხმა, ანუ ხმების 85.9%-ი მიიღო.

ჯასტინ ტრუდო ჯერ ოფიციალურად უნდა გადადგეს იმისთვის, რომ კარნიმ დადოს ფიცი გენერალური გუბერნატორის წინაშე, რომელიც კარნის მთავრობის ფორმირებისთვის მიიწვევს.

ამასთან, კანადაში საყოველთაო არჩევნები 20 ოქტომბრამდე უნდა ჩატარდეს, რომლის დროსაც კანადელ ხალხს მიეცემა საშუალება, გამოხატოს თავისი აზრი იმის შესახებ, თუ ვინ უნდა უხელმძღვანელოს ქვეყანას.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს