მარკ კარნი - ამერიკა კანადა არ არის

ამერიკა კანადა არ არის, კანადა არასოდეს იქნება ამერიკის ნაწილი რაიმე გზით, ან ფორმით, - ამის შესახებ კანადის „ლიბერალური პარტიის“ ლიდერის არჩევნებში გამარჯვებულმა მარკ კარნიმ განაცხადა.

„ამერიკელებს უნდათ ჩვენი რესურსები, წყალი, ჩვენი მიწა, ჩვენი ქვეყანა. დაფიქრდით. თუ წარმატებას მიაღწიეს, დაანგრევენ ჩვენი ცხოვრების წესს", - აღნიშნა კარნიმ.

მან ასევე ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რასაც ქვეყანას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სატარიფო მუქარები უქმნის.

„ჩვენ მას წარმატების უფლებას ვერ მივცემთ. ჩვენ ძლიერი კანადა ვართ“, - განაცხადა კარნიმ და დასძინა, რომ აშშ-ის წინააღმდეგ დაწესებული საპასუხო ზომები ძალაში დარჩება.

„ზომები ძალაში დარჩება მანამ, სანამ აშშ არ შემოგვიერთდება თავისუფალი და სამართლიანი ვაჭრობის მიმართ სანდო და საიმედო ვალდებულებების აღებაში“, - აღნიშნა კარნიმ.

შეგახსენებთ, მარკ კარნიმ „ლიბერალური პარტიის“ ლიდერის არჩევნებში გაიმარჯვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჯასტინ ტრუდოს ჩაანაცვლებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს