რუმინეთის ულტრამემარჯვენე კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალეს, რასაც მასშტაბური პროტესტი მოჰყვა

რუმინელ ულტრამემარჯვენე კალინ ჯორჯესკუს ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო ბიურომ (BEC) მაისში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა, რამაც მის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის შეტაკებები გამოიწვია, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

დედაქალაქ ბუქარესტში, ცენტრალურ საარჩევნო ბიუროსთან შეკრებილი ათასობით მომიტინგის წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. BBC-ი წერს, რომ სულ მცირე ოთხი ადამიანი დააკავეს.

შეგახსენებთ, გასულ წელს რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ნოემბერში ჩატარებული არჩევნების პირველი ტურის შედეგები გააუქმა, რომელშიც კალინ ჯორჯესკუ ლიდერობდა. სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყნის დაზვერვამ გამოავლინა, რომ ჯორჯესკუს მხარდამჭერი TikTok-ის 800 ანგარიშის უკან რუსეთი იდგა.

კალინ ჯორჯესკუსთან დაკავშირებით სისხლის სამართლის გამოძიება ექვსი მუხლით მიმდინარეობს, მათ შორისაა ფაშისტური ორგანიზაციის წევრობა და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ ცრუ ინფორმაციის მიწოდება.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო