დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მა უკრაინისთვის სადაზვერვო მონაცემების გაზიარების პაუზა თითქმის დაასრულა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა „თითქმის დაასრულა“ უკრაინასთან სადაზვერვო მონაცემების გაზიარების შეჩერება და რომ ის კარგ შედეგებს ელის საუდის არაბეთში ამერიკელ და უკრაინელ ოფიციალურ პირებს შორის მოლაპარაკებებიდან, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

კითხვაზე, განიხილავს თუ არა უკრაინასთან სადაზვერვო მონაცემების გაზიარების შეჩერების შეწყვეტას, დონალდ ტრამპმა უპასუხა : „თითქმის დავასრულეთ“.

ამასთან, Reuters-ი წერს, რომ ამერიკელი ოფიციალური პირები სამშაბათს საუდის არაბეთში უკრაინის დელეგაციას შეხვდებიან, რათა დაადგინონ მზად არის თუ არა უკრაინა მატერიალურ დათმობებზე წავიდეს რუსეთთან ომის დასასრულებლად. გამოცემა ასევე ხაზს უსვამს, რომ ჯედაში დაგეგმილ მოლაპარაკებებზეა ასევე დამოკიდებული ვაშინგტონსა და კიევს შორის იშვიათ მინერალებზე შეთანხმების გაფორმების ბედი.

ტრამპმა დაგეგმილ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ოპტიმიზმი გამოთქვა. ”ვაპირებთ, დიდ პროგრესს მივაღწიოთ, ვფიქრობ, ამ კვირაში,” - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამასთან, მისი თქმით, ფიქრობს, რომ უკრაინა ხელს მოაწერს წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას.

”ისინი ხელს მოაწერენ წიაღისეულის ხელშეკრულებას, მაგრამ მინდა, რომ მათ მშვიდობა სურდეს. მათ ეს არ აჩვენეს იმ ზომით, როგორც უნდა ეჩვენებინათ,” - აღნიშნა ტრამპმა.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი