ისრაელმა ღაზის სექტორს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა

ისრაელმა ღაზის სექტორს, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების დაბლოკვის შემდეგ, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ისრაელის ენერგეტიკის მინისტრმა ელი კოენმა განაცხადა.

„ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საშუალებას, რათა დავიბრუნოთ ყველა მძევალი და უზრუნველვყოთ, რომ „ჰამასი“ აღარ იყოს ღაზის სექტორში“, - განაცხადა ისრაელის ენერგეტიკის მინისტრმა.

„ჰამასმა“, თავის მხრივ, ისრაელის ხელისუფლება „იაფფასიან და მიუღებელ შანტაჟის ტაქტიკაში“ დაადანაშაულა.

შეგახსენებთ, „ჰამასსა“ და ისრაელს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ეტაპის ფარგლებში, რომელიც 1-ელ მარტს დასრულდა, „ჰამასმა“ ისრაელს 25 ცოცხალი მძევალი და 8 მძევლის ცხედარი გადასცა. ისრაელმა, სანაცვლოდ, დაახლოებით 1 800 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა.

ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის მეორე ეტაპის პირობად ღაზის სექტორის სრულ დემილიტარიზაციას და დარჩენილი 58 მძევლის, მათ შორის როგორც ცოცხლების, ასევე დაღუპულების, გადაცემას აყენებს. თავის მხრივ, „ჰამასი“ ღაზის სექტორიდან ისრაელის ჯარების სრულ გაყვანას ითხოვს.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის