გიორგი ბარამიძე თვითმმართველობის არჩევნებზე - დღეს ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ, რომ ასეთ ვითარებაში რაიმე არჩევნებზე იყოს საუბარი - ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს და ნორმალური, ცივილიზებული და სამართლიანი არჩევნები უნდა ჩატარდეს

კარგად ვიცით, რა რეჟიმი აქვს შექმნილი ამ მოღალატეობრივ - კრიმინალურ ბანდას. არჩევნებს კი არა, არამედ სუს-ის, პროკურატურის, პოლიციის და კრიმინალური სამყაროს მონაწილეობით სპეცოპერაციას ატარებს - აქედან გამომდინარე, დღეს ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ, რომ ასეთ ვითარებაში რაიმე არჩევნებზე იყოს საუბარი, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბარამიძემ თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მოქმედი ხელისუფლება უნდა წავიდეს და ქვეყანაში ნორმალური, ცივილიზებული და სამართლიანი არჩევნები უნდა ჩატარდეს

„კარგად ვიცით, რა რეჟიმი აქვს შექმნილი ამ მოღალატეობრივ-კრიმინალურ ბანდას. არჩევნებს კი არა, არამედ სუს-ის, პროკურატურის, პოლიციის და კრიმინალური სამყაროს მონაწილეობით სპეცოპერაციას ატარებს. აქ ჩართულია მოსყიდვა, დაშინება, ადამიანებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევა და სხვა მანიპულაციების მექანიზმები. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, დღეს ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ, რომ ასეთ ვითარებაში რაიმე არჩევნებზე იყოს საუბარი. ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს და ქვეყანაში ნორმალური, ცივილიზებული და სამართლიანი არჩევნები უნდა ჩატარდეს“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი