რუსეთში, ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას უკრაინულმა დრონებმა შეუტია

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის სამარას ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შეუტია, რის შედეგადაც ობიექტზე ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას ტელეგრამ არხი ASTRA ავრცელებს.

ამასთან, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ტელეგრამ არხ Shot-ს არხს განუცხადეს, რომ ნოვოკუიბიშევსკის თავზე რამდენიმე აფეთქება მოხდა და ცაში უპილოტო საფრენი აპარატისთვის დამახასიათებელი ხმები ისმოდა. მათივე ინფორმაციით, ძლიერი აფეთქების ხმა ადგილობრივი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მიმართულებიდან ისმოდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ერთ-ერთი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი საწარმოს სიახლოვეს ჩამოაგდეს.

სამარას ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ ფედორიშჩევი სოციალურ ქსელში წერს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან თავდასხმის მცდელობა წარუმატებელი იყო და ნგრევა ან დაზიანება არ მოჰყოლია. "ნოვოკუიბიშევსკში სამი დრონის ლიკვიდაცია განხორციელდა. ხანძარი ან დაზიანება არ ყოფილა, ყველაფერი ნორმალურ რეჟიმშია", - ამტკიცებს გუბერნატორი. ის არ აკონკრეტებს, თუ რომელი საწარმო იყო თავდასხმის სამიზნე.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი