„საქსტატი“ - 2025 წლის იანვარში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 3.2 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინდექსი გაიზარდა 5.9 პროცენტით

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 3.2 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინდექსი გაიზარდა 5.9 პროცენტით.

როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მშენებლობის ღირებულების ინდექსის საერთო წილიდან საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 2.2 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 9.3 პროცენტით.

„რაც შეეხება არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსს, ის წინა თვესთან შედარებით შემცირდა 9.3 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 2.0 პროცენტით; სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 2.2 პროცენტით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 5.4 პროცენტით.

2025 წლის იანვარში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 3.2 პროცენტით შემცირდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 21.3 პროცენტიანი კლებით, რამაც - 4.19 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 5.9 პროცენტით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 22.2 პროცენტიანი ზრდით და სამშენებლო მასალების 3.6 პროცენტიანი გაძვირებით, რამაც შესაბამისად, 3.47 და 2.28 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 18.8 პროცენტით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი