რა ღირს მომხმარებლის კმაყოფილება?

რა ღირს მომხმარებლის კმაყოფილება?

სტატიის სათაურში დასმული კითხვა უხსოვარი დროიდან ადარდებს ბიზნესს. მარკეტოლოგები არგუმენტირებულად დაგისაბუთებენ, რომ მხოლოდ კმაყოფილი კლიენტი არის ბიზნესის წარმატების საწინდარი და თუ თქვენ მიაგნებთ მომხმარებლის კმაყოფილების ზრდის დაბალ ბიუჯეტიან ინსტრუმენტს თქვენ ის დაუყოვნებლივ უნდა გამოიყენოთ.

რა უღირს კომპანიას ან ინდ. მეწარმეს მომხმარებლისგან ასანაზღაურებელი თანხის მარკეტინგულად სწორად მოთხოვნა? აღნიშნული მიმართულებით მილიარდობით დოლარი იხარჯება ამის მაგალითია: ბარათით გადახდა, apple pay და google pay, ისინი ნამდვილად დიდ კომფორტს უქმნის მომხმარებელს, თუმცა საკმაოდ ხარჯიანია კომპანიისთვის, როგორც ინტეგრაციის, ისე შემდგომ ტრანზაქციული მომსახურების მხრივ. გარდა ამისა საქონლის და მომსახურების გასაყიდად საერთოდაც არ არის სავალდებულო სრულყოფილი ელ. კომერციის მაღაზია გქონდეთ, მარტივი ინსტაგრამის, ფეისბუქის გვერდი, ან განცხადება ინტერნეტში სრულიად საკმარისია, ან შესაძლოა თქვენ სულაც B2B მიმართულებით მუშაობთ.

გადახდის ინიციირების და გადახდის მოთხოვნის სერვისი, რომელიც პეისერა ბანკმა ცოტა ხნის წინ წარმოადგინა ბაზარზე სწორედ ის ინოვაციური ფინანსური პროდუქტია, რომელიც თქვენ შესაძლებლობას გაძლევთ მარკეტინგულად სწორად მიიღოთ ანაზღაურება თქვენი მომხმარებლისგან და თან აღნიშნული ფინანსური სერვისი ძალიან იაფია.

გადახდის ინიციირების სერვისი სრულად ანაცვლებს ბარათით გადახდას და ის როგორც წესი ინტეგრირდება ელ.კომერციის მაღაზიებში, გადახდისას მომხმარებელს არ უწევს ბარათის მონაცემების შეყვანა, ის უბრალოდ თავის მომსახურე ბანკს ირჩევს, იხსნება შესაბამისი ბანკის ფანჯარა ან აპლიკაცია, რომელშიც სრულად შევსებული საგადახდო დავალება გხვდებათ, რომლის დადასტურებით ტრანზაქცია სრულდება. თავისი სისწრაფით და სიმარტივით საბარათე გადახდაზე გაცილებით უფრო კომფორტულია და რაც მთავარია რამდენჯერმე უფრო ნაკლები საკომისიო აქვს. ევროკავშირთან უნიკალური ფინანსური ინტეგრაციის გამო, პეისერა ბანკი ქართველ მერჩანტებს, აღნიშნული მეთოდით (PIS) ასევე სთავაზობს გადახდების შეგროვებას ევროპის 100-ზე მეტი ბანკის მომხმარებლისგან, რაც გაყიდვების ბაზრის ზრდის სრულიად უნიკალური შესაძლებლობაა.

ძალიან საინტერესო სერვისია გადახდების მოთხოვნის სერვისი, რომლის გამოყენების არეალი ძალიან დიდია: ინდივიდუალური მეწარმეები, მცირე და საშუალო ბიზნესი, მსხვილი კომპანიები, სადაზღვევო კომპანიები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, უნივერსიტეტები, კერძო სკოლები პრაქტიკულად ნებისმიერი ბიზნესი, რომელიც მომხმარებლისგან იღებს ანაზღაურებას. პეისერა ბანკი გაძლევთ შესაბამის ინსტრუმენტებს, რომ გადახდის მოთხოვნის ლინკი დააგენერიროთ ხელით, ატვირთული ფაილით ან სრული ინტეგრაციით ავტომატურად და აღნიშნული ლინკი, თქვენი მარკეტინგული მესიჯით გაუგზავნოთ მომხმარებელს SMS-ით, მეილით ან ნებისმიერი სხვა არხით, გახადოთ ინვოისის ნაწილი. თქვენს მომხმარებელს კი მხოლოდ ლინკზე ხელის დაჭერა დასჭირდება, იმისთვის, რომ მომსახურე ბანკის ფანჯარაში ან აპლიკაციაში გახსნას უკვე სრულად გამზადებული საგადახდო დავალება, რომელიც გამორიცხავს შეცდომას თანხაში, მიმღებში, დანიშნულებაში და ასე შემდეგ. ქვემოთ მოცემულ ვიდეოში თქვენ ნახავთ რამდენად მარტივია აღნიშნული პროცესი.

სწორედ ეს არის მომხმარებლისკმაყოფილებაზე ზრუნვა, როდესაც მას ხელს უწყობ მაქსიმალურად კომფორტულად გადაგიხადოთ თქვენი მისაღები ანაზღაურება და თუ რა ღირს მომხმარებლის კმაყოფილება თქვენ გადაწყვიტეთ.

(R)

30.06.2025 / 09:10

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2025
ეროვნული გამოცდების წინ, საბანკო ასოციაცია აბიტურიენტებს წარმატებას უსურვებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა
ევროპის უმაღლესი განათლების კვირეულის ფარგლებში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „განათლება - კეთილდღეობის კატალიზატორი“ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა
სპეციალური შეთავაზება - Hyundai Santa Fe 15 000-ლარიანი ფასდაკლებით
5 ივლისს დიდი ფასდაკლების დღე „არქი ჰორაიზონის“ პრემიუმ კომპლექსის ბინებზე