საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე, რომელზეც მიხეილ სააკაშვილი და თეიმურაზ ჯანაშია არიან ბრალდებული, მოსამართლე განაჩენის გამოსატანად გავიდა

დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მოსამართლე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავიდა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე კი ბრალდებულებმა დასკვნითი სიტყვით ისარგებლეს.

როგორც მაშინდელმა სდსს-ის უფროსმა, თემურ ჯანაშიამ დასკვნითი სიტყვის დროს განაცხადა, მის წინააღმდეგ 11 წლის განმავლობაში, პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიება მიმდინარეობდა. მისი თქმით, ფინანსები, რომელსაც ბრალდების მხარე საბიუჯეტო სახსრებით ფლანგვად აფასებს, კონკრეტული მიზნობრიობით დაიხარჯა.

ასევე, მან საქმეში კიდევ ერთ დეტალზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, მას თანამდებობაზე ყოფნის დროს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა, რის შესახებაც მაშინდელ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს აცნობა და ის დაეხმარა, ფინანსური სახსრების მოძიებაში. მისივე თქმით, ამ კონკრეტულ მონაკვეთთან დაკავშირებით ყველანაირი დამამტკიცებელი საბუთი აქვს და მიიჩნევს, რომ მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის არანაირი საბაბი არ აქვს.

ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეზე, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება